GLOBAL INFORMATION TECHNOLOGY ROLE

ვინ ვართ ჩვენ?

GITR აერთიანებს კავშირგაბმულობასა და ინფორმაციულ სისტემებს ერთ ტექნოლოგიურ პარტნიორობაში. ვეხმარებით ადამიანებსა და ბიზნესებს საჭირო IT საკითხების მოგვარებაში.

გაიცანი GITR
ჩვენი მიდგომა
02 / 05
ჩვენი მიმართულება

ერთი პარტნიორი,
ბევრი შესაძლებლობა.

GITR-ის მიზანია ტექნოლოგიური საკითხების ერთიანი ხედვით მოგვარება — საჭიროების გააზრებიდან სისტემების გამართვასა და ყოველდღიურ მხარდაჭერამდე.

01

კავშირგაბმულობა

ქსელური ინფრასტრუქტურა და კავშირი, რომელიც ადამიანებსა და სისტემებს აერთიანებს.

02

ინფორმაციული სისტემები

სისტემური გადაწყვეტილებები, სერვერები და პროგრამული გარემო ყოველდღიური მუშაობისთვის.

03

მუდმივი მხარდაჭერა

ტექნიკური დახმარება, მოვლა და კონსულტაცია თქვენი საჭიროებების შესაბამისად.

ჩვენი გუნდი

ცოდნა, გამოცდილება
და ადამიანური მიდგომა.

თანამშრომლები

GITR-ის მაღალკვალიფიციურმა გუნდმა IT სფეროში საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა. გუნდის წევრები ეხმარებიან მომხმარებლებს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც არაპროფესიონალური მომსახურების შედეგად შეექმნათ. ისინი ქმნიან პროექტებს, რომლებიც თქვენი მომავალი წარმატების საფუძველია, და ცოდნას უზიარებენ მათ, ვისაც ციფრულ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა სურს.

გაეცანი ჩვენს სერვისებს
ზრდა და პასუხისმგებლობა

ჩვენი მიზნებია

ვვითარდებით ადამიანებთან, ტექნოლოგიებთან და პარტნიორებთან ერთად — პასუხისმგებლობითა და გრძელვადიანი ხედვით.

01

მუდმივად გავაუმჯობესოთ კომპანიაში დასაქმებული ადამიანების ცოდნა და პროფესიული უნარები.

02

ვიზრუნოთ თანამშრომლების შენარჩუნებასა და კეთილდღეობაზე და მათთან მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ.

03

საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ახალი თანამშრომლები, ჩავუტაროთ ტრენინგები და გავცეთ სერტიფიკატები.

04

არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და დროულად ავითვისოთ ისინი.

05

ქართულ ბაზარზე დროულად დავნერგოთ მოთხოვნადი ახალი ტექნოლოგიები და სერვისები.

06

მუდმივად ვიფიქროთ კომპანიის გაფართოებაზე.

07

მუდმივად ვეძებოთ პარტნიორები და მათთან მეგობრული ურთიერთობები დავამყაროთ.

08

გეგმურად შევასრულოთ მოკლე და გრძელვადიანი IT სამუშაოები, ხარვეზების გარეშე.

09

ვითანამშრომლოთ სასწავლო დაწესებულებებთან და საჭიროების შემთხვევაში მათ თანამშრომლებს ჩავუტაროთ მათი მოწოდებული SOP-ის შესაბამისად ტრენინგები.

10

საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენცია გავუწიოთ მსგავს კომპანიებს და მათთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ.

11

მსგავს საერთაშორისო კომპანიებთან გაცვლითი პროგრამები განვახორციელოთ.

12

პასუხისმგებლობა ვიკისროთ როგორც საკუთარ, ისე იმ კომპანიების უსაფრთხოებაზე, რომლებთანაც ხელშეკრულებით ვთანამშრომლობთ.

GITR · THE FUTURE IS OURS

ტექნოლოგიური
პარტნიორობა იწყება აქ.

დაგვიკავშირდი